dadablebuli formebi - qvabuli

 

დედამიწის ზედაპირის რელიეფის უარყოფითი ფორმა, რომელსაც აქვს მეტ-ნაკლებად იზომეტრიული მოხაზულობა ან ოდნავ წაგრძელებულია. მორფოლოგიურად შეიძლება იყოს ბრტყელძირიანი, ჯამისებრი და სხვა. წარმოშობით - ტექტონიკური,  ულკანური, ეროზიული, მყინვარული, დეფლაციური, კარსტული და სხვა.

ზღვის ფსკერის გეომორფოლოგიაში გამოყოფენ გარდამავალი ზონის ქვაბულებს, რომლებიც დაკავებულია გეოსინკლინური ზღვებით, და ოკეანურ ქვაბულებს, ოკეანის საგების ყველაზე დიდ უარყოფით ფორმებს. როგორც წესი მოზრდილი ქვაბულები ამოვსებულია წყლით, შესაბამისად წარმოიქმნება ტბა.

საქართველოში როგორც ტიპურ მთიან ქვეყანაში კარგად არის გამოხატული რელიეფის ჩადაბლებული ფორმები, რაც ხშირად გეომორფოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული. საინტერესო ისტორია აქვს მაგ. საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში არსებული დიდი რიწის ტბის ქვაბულს.

რიწის ტბის ქვაბული ეგზოტექტონიკურია და მისი წარმოქმნა დაკავშირებულია კლდეზვავთან, რომელმაც შეაგუბა მდინარე ლაშიფსა და შექმნა კავკასიის ერთ-ერთი ულამაზესი მთის ტბა. ანალოგიური ბედ-იღბალი განიცადეს საქართველოს სხვა ტბებმაც.

Examples of structural basins

Europe[

North America

Trinidad and Tobago

United States

Oceania

Australia

South America